- სექტემბერი 03, 2024
“აცრა რომ გაეკეთებინა, იცოცხლებდა” _ კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი ჩოხატაურში
- ოქტომბერი 21, 2021
- , პოლიტიკა
გუშინ, ჩოხატაურში, კორონავირუსით კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია. როგორც "გურია ნიუსთან" გარდაცვლილის ახლობლები საუბრობენ, კორონავირუსის ინფექცია 2 დღის წინ დაუდასტურდა და გართულებული მდგომარეობით ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული. "წინა დღეს წაიყვანეს ბათუმში, წუხელ კი ჩამოასვენეს. აცრა რომ გაეკეთებინა, ასე არ გაურთულდებოდა და იცოცხლებდა", _ ამბობენ ისინი "გურია ნიუსთან". მათივე თქმით, უბანში, სადაც გარდაცვლილი მამაკაცი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ინფიცირებულია.