ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ადგილზე ტექნიკა ვერ მიდის, ქარი სამუშაოებს ხელს უშლის”- ვითარება ზემო ხეთში


“ადგილზე ტექნიკა ვერ მიდის, ქარი სამუშაოებს ხელს უშლის”- ვითარება ზემო ხეთში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემოხეთის თემში, თხილაგანის მიმართულებით ტყე იწვის. ცეცხლი დაახლოებით 2 ჰა ფართობზეა გავრცელებული. "ადგილზე მისვლას ტექნიკა ვერ ახერხებს. ტყეში შესულია დაახლოებით 25 მაშველი დიდი ხანია, კიდევ ველოდებით მეხანძრე მაშველებს ქობულეთიდან. გზაში არიან, მგონი სამტრედიიდანაც. 15-20 კაცი კიდევ დაემატება. ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ქარი ძალიან უშლის ხელს",_ ამბობს "გურია ნიუსთან" საკრებულოს წევრი ზაურ ზარბაზოია. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია