ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“ქარმა ხე მოგლიჯა და სადენებს დაეცა”- ვითარება ჩოხატაურში


“ქარმა ხე მოგლიჯა და სადენებს დაეცა”- ვითარება ჩოხატაურში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლები ღამის შემდეგ ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის დენი არ მიეწოდება ხიდისთავის და ზომლეთის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას. როგორც "გურია ნიუსს" ენერგოპრო-ჯორჯიაში განუცხადეს, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზი დააზიანა. "ქარმა ზოგან ხე მოგლიჯა, რაც ელექტროსადენებს დაეცა. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას ელექტროენერგია დაახლოებით 2 საათში მიეწოდება",_ გვითხრეს კომპანიაში. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია