ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“რეჟიმის პარანოია გრძელდება” – ნიკა მელია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს


“რეჟიმის პარანოია გრძელდება” – ნიკა მელია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. "რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო. პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს", _ წერს მელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და სუს-ის გამომძიებლის, ირაკლი ყაფლანაშვილის მიერ გაგზავნილი მოკლეტექსტურ შეტყობინებას ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია