ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

“სასაფლაოს გაქურდვა სააღდგომოდ?“: „გასაწმენდად მივიდა და მეტალის კარი მოპარული დახვდა“


“სასაფლაოს გაქურდვა სააღდგომოდ?“: „გასაწმენდად მივიდა და მეტალის კარი მოპარული დახვდა“

მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, მიცვალებულთა ოჯახის წევრები, გასაკუთრებით ისინი , ვინც შორს ცხოვრობენ, სასაფლაოების გასაწნენდად და დასალაგებლად მიეშურებიან. ერთ-ერთ ქალბატონს, სოფელ ჭანიეთში, მშობლების საფლავზე, მეტალისგან (თუჯი) დამზადებული შესასვლელი პატარა კარი მოპარული დახვდა. _ძალიან შეწუხებული იყო. არავინ იცის , რომელ დღეს მოიპარეს. სასაფლაოს გაქურდვა სააღდგომოდ? ისევ დაიწყეს ეს სამარცხვინო საქმე? კიდევ, კარგი, ახლა საფლავების მოპირკეთება ქვის მასალით დაიწყეს. ქურდობასაც გააჩნია... ყველაზე დიდი სირცხვილი, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, სასაფლაოს გაქურდვაა, _ამბობენ ფაქტით შეწუხებული მეზობლები. თან გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, ამ სააღდგომოდ, მეტალით დამზადებული სასაფლაოს მოაჯირი ან მისი ნაწილი მოპარული დახვდეს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია