ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

Anonymous -მა ბელარუსში სამთავრობო არხები გათიშა


Anonymous -მა ბელარუსში სამთავრობო არხები გათიშა

ბელარუსში სამთავრობო არხებზე კიბერშეტევა განახორციელდა და მათი ვებგვერდები გაითიშა, ამის შესახებ twitter -ზე ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს. დაჯგუფების ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა შემდეგ ვებ გვერდებზე: ბელარუსის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სამინისტრო. ბელარუსის სამხედრო ინდუსტრიის სახელმწიფო ორგანო. ბელარუსის სამხედრო ვებგვერდი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერომი გამოუცხადა. "Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ". – წერია Anonymous განცხადებაში ცნობისთვის, ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია