ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

Microsoft-მა რუსი ჰაკერების მასობრივი კიბერშეტევა დააფიქსირა


Microsoft-მა რუსი ჰაკერების მასობრივი კიბერშეტევა დააფიქსირა

მიმდინარე კვირას ამერიკულმა კონცერნმა Microsoft-მა ამერიკულ და უცხოურ სამთავრობო დაწესებულებებსა და ანალიტიკურ ცენტრებზე მასობრივი კიბერშეტევა დააფიქსირა. ამის შესახებ Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტომ ბერტმა განაცხადა. ტომ ბერტი აცხადებს, რომ კიბერშეტევის უკან რუსული წარმოშობის ჰაკერული ჯგუფი Nobelium-ი დგას. Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ჯგუფს IT-კომპანია SolarWinds-ზე კიბერშეტევასთან კავშირი აქვს. Microsoft-ში აცხადებენ, რომ ჰაკერული თავდასხმის სამიზნე 150 სხვადასხვა ორგანიზაციის დაახლოებით 3 000 ელექტრონული მისამართი იყო. „როგორც ჩანს, ეს Nobelium-ის მორიგი მცდელობაა, თავდასხმა განახორციელოს იმ სამთავრობო უწყებებზე, რომლებიც საგარეო პოლიტიკის პროცესებში არიან ჩართულნი“, - განაცხადა ტომ ბერტმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია