ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

აივ ინფიცირების შემთხვევები საქართველოში


აივ ინფიცირების  შემთხვევები საქართველოში

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის 15 მაისის მონაცემებით გამოვლენილია აივ ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში რეგისტრირებული იყო – 191 ახალი შემთხვევა. გამოვლენილ ახალ შემთხვევა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. სამმა დატოვა ქვეყანა. 2022 წელს (15.05-ის მონაცემებით) გამოვლინდა 2 შემთხვევა. ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია: ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტია – 5; დაუდგენელია – 3 შემთხვევა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია