- სექტემბერი 03, 2024
ალმა-ათში ძალოვნებმა ცენტრალური მოედანი და პრეზიდენტის სასახლე გაათავისუფლეს
- იანვარი 06, 2022
- , პოლიტიკა
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო დანაყოფებმა ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათში ცენტრალური მოედანი და პრეზიდენტის სასახლე დემონტრანტებისგან გაათავისუფლეს. როგორც ТАСС-ის კორესპონდენტი ალმა-ათიდან იუწყება, დემონსტრანტები პირველი გასროლების შემდეგ ტერიიტორია დატოვეს. თვითმხილველები დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ საუბრობენ _ არაოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ასეულია. ამასთან, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვინც იარაღს არ დაყრის, გაანადგურებენ.