- სექტემბერი 03, 2024
ამინდი მკვეთრად გაუარესდება
- ივლისი 17, 2023
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. 18 ივლისის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.