- სექტემბერი 03, 2024
ამოქმედდა ცხელი ხაზი – ლანჩხუთის მერიის საგანგებო განცხადება
- სექტემბერი 08, 2023
- , პოლიტიკა
ძლიერმა წვიმამ გურიაში პრობლემები შექმნა. მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი მილები. ლანჩხუთის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ამბობს რომ მოქმედებს ცხელი ხაზი: 599058700 ლანჩხუთში, ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებათ, შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე.