ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან“ _ მდინარაძე აშშ-ს სახდეპის გადაწყვეტილების შესახებ:


„აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან“ _ მდინარაძე აშშ-ს სახდეპის გადაწყვეტილების შესახებ:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით: ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები? ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში. რა ნაცების ტოპტვინები…” _ წერს მდინარაძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია