- სექტემბერი 03, 2024
„არა რუსულ არჩევნებს” – ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
- ივლისი 19, 2025
- , პოლიტიკა
„არა რუსულ არჩევნებს" - ამ ლოზუნგით თბილისში, აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მოქალაქეები, თავდაპირველად თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, საიდანაც, ამ წუთებში, პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან. აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ოცნებავ“ თქვენს ბატონობას დანაშაული ჰქვია, წადით!“. აქციაზე მყოფები ამგვარად პროტესტს უცხადებენ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს. ასევე თსუ-ის კორპუსთან განცხადება გააკეთა „საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ“. ასამბლეის წევრთა თქმით, უერთდებიან 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ასამბლეის წარმომადგენლების თქმით, შეუძლებელია აღნიშნული „არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად, რადგანაც ის ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს“.