- სექტემბერი 03, 2024
ასტროლოგია და ცოლების რეიტინგი
- თებერვალი 14, 2025
- , პოლიტიკა
მე-12 ადგილი - მორიელი საოცრად ლამაზი და ჭკვიანი და მიმზიდველი ქალია, მაგრამ ცუდი ცოლი. ქმარი უნდა შეეგუოს მის რთულ ხასიათს. მე-11 ადგილი - თევზები ზღაპრულ არსებას ჰგავს. მასთან არ მოიწყენთ, განსაკუთრებით, თუ კარგ ხასიათზეა. მამაკაცები მასზე ფანტასტიკურად დამოკიდებულები ხდებიან და განშორების შემდეგ ცხოვრება უფერული ეჩვენებათ. მე-10 ადგილი - ლომი ვიტრინაში გამოდგმულ მდიდრულ თოჯინას ჰგავს. მას ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს - სამკაული, მანქანა... მის გვერდით სხვა ქალები მოსაწყენები და იაფფასიანები არიან, მაგრამ ლომის შენახვასაც ბევრი ფული რომ უნდა?.. მე-9 ადგილი - მშვილდოსანი ცოლი-სატანა. მას მხოლოდ თქვენი სული აინტერესებს. თუ არ დაუჯერებთ, ჯოჯოხეთის ალში დაიწვებით. მე-8 ადგილი - ტყუპი საშიში ცოლია. ვერაფერს დაუმალავთ, მის მზერას არაფერი გამოეპარება. მე-7 ადგილი - ვერძი საინტერესო სახეობის ცოლია. მთელი ცხოვრება ეცდება ქმრის გადაკეთებას. თანაც, მისთვის სასარგებლოდ. მე-6 ადგილი - სასწორი იდეალური მზარეული, ლამაზი და საუცხოო საყვარელი. ეს იმ დღეებში, როცა კეთილი და ნაზია, სხვა დროს - ისტერიკა და სკანდალები გარანტირებული გაქვთ. მე-5 ადგილი - ქალწული საუკეთესო მეგობარია. წყვილში ლიდერი ის უნდა იყოს, ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ დაქორწინება შესთავაზეთ და გითხრათ: მოვიფიქრებ, გაიქეცით. მე-4 ადგილი - კურო ვერ მოისვენებს, სანამ წარმატებულ მამაკაცად არ გადაგაქცევთ. მაგრამ თუ თავისკენ გამოქანებული მეათასე ვაზა სასაცილოა, ბედნიერებას გისურვებთ. მე-3 ადგილი - თხის რქა იდეალურ ქალს იდეალური მამაკაცი სჭირდება. ის ჭკუით მოქმედებს და არა გულით. თუ კარგად მოიქცევი, გაგაბედნიერებს. მე-2 ადგილი - მერწყული მუდამ ხალისიანი, და მოსიყვარულეა - ყველა მამაკაცის ოცნება, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს... მე-1 ადგილი - კირჩხიბი ლამაზი, ჭკვიანი, იდეალური დიასახლისია. ოჯახი მისთვის უმთავრესია. დაიცავით საოჯახო ღირსება, თორემ, დამსახურებულად დაისჯებით.