ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ავთანდილ თალაკვაძემ მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა


ავთანდილ თალაკვაძემ  მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე განიხილეს დასაქმების პოლიტიკა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 1-ლი მარტიდან ამოქმედდა. ამ მასშტაბური პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები. ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროექტების; ქუჩების სახელდების და დამისამართების საჭიროებების, საბინაო და სხვა სოციალური საკითხების შესახებაც, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია