ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა


ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ. ძლიერი შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე- 6 მუხლით დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია