ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი 54 წლის შემდეგ დააბრუნეს


ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნი 54 წლის შემდეგ დააბრუნეს

ბრიტანეთში, შრუსბერის ბიბლიოთეკიდან 1969 წლის 14 მაისს გატანილი წიგნი მკითხველმა 2023 წელს დააბრუნა. როგორც კაცმა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს უთხრა, ბავშვობაში ბიბლიოთეკიდან ხშირად გაჰქონდა წიგნები, თუმცა, ერთ-ერთი მათგანის (Hubert Hoffman - „One-Family Housing: Solutions to an Urban Dilemma“) დაბრუნება დაავიწყდა და მას ახლახანს, ნივთების დალაგების დროს წააწყდა. წიგნის დაბრუნებისთვის განსაზღვრული დროის გადაცილებისთვის, კაცს ჯარიმის გადახდა უწევდა, თუმცა ბიბლიოთეკამ მას ეს ვალდებულება მოუხსნა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია