ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ბოსნიელი სერბების ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტი დააჯილდოვა


ბოსნიელი სერბების ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტი დააჯილდოვა

ბოსნიელი სერბების ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტი დაუსწრებლად დააჯილდოვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინს მილორად დოდიკმა მედალი მიანიჭა "განსაკუთრებული პატრიოტული ზრუნვისა და სიყვარულისთვის სერბეთის რესპუბლიკის მიმართ" და "რესპუბლიკა სერბეთის მეგობარ სახელმწიფოებსა და რუსეთის ფედერაციას შორის თანამშრომლობისა და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში" დამსახურებული წვლილის შეტანისთვის. სერბთა რესპუბლიკა არის რეგიონი, რომელიც აერთიანებს ბოსნიას ავტონომიურ ბოსნიურ-ხორვატულ ფედერაციასთან ერთად. „ვლადიმერ პუტინის პოზიციისა და რუსეთის ფედერაციის ძლიერების წყალობით, სერბთა რესსპუბლიკას ხმა და პოზიცია გაისმა და პატივი სცეს“, - განაცხადა მან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია