ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩოხატაურელი გელა დოლიძის წარმატება ეროვნულ გამოცდებზე


ჩოხატაურელი გელა დოლიძის წარმატება ეროვნულ გამოცდებზე

გელა დოლიძემ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა დაამთავრა და ახლა ეროვნულ გამოცდებს აბარებს. გელას მამა რამდენიმე ხნის წინ დაეღუპა, დედა წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა და ბიჭს ბებია ზრდიდა. გელა ამ წარმატებასაც ბებიას და ბაბუას უძღვნის _ მან უცხოური ენის (რუსული) გამოცდაში 57 ქულა აიღო და უნდა ბებიამ ჩვენი საშუალებით შეიტყოს შვილიშვილის ამ წარმატების შესახებ. ვულოცავთ გელას, მის გამზრდელ ბებიას და ყველა მის გულშემატკივარს ამ წარმატებას.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია