- სექტემბერი 03, 2024
ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
- იანვარი 19, 2022
- , პოლიტიკა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ17-კმ33 (ბუქსიეთი-ჩხაკაურა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ17 (ჩოხატაური-ბუქსიეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.