ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ჩოხატაურში 39-ვე უბანი გაიხსნა


ჩოხატაურში 39-ვე უბანი გაიხსნა

ჩოხატაურის 62 საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნები მუშაობას შეუდგა. ოლქის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის თქმით, უბნები დილით 7 საათზე გაიხსნა, ამომრჩეველთა მიღება კი 8 საათიდან დაიწყო. ოლქის თავმჯდომარის თქმით, რიგ უბნებზე პირველი ამომრჩევლები უკვე დაფიქსირდნენ. ჩოხატაურში სულ 18000-მდე ამომრჩეველია, შექმნილია 38 უბანი და ერთი სპეცუბანი, რომლის წევრებიც სპეციალური ეკიპირებით კოვიდინფიცირებულებთან და თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან მივლენ. კუტუბიძის თქმით კი ასეთი 52 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელთაგან 31 "მედალფას" ჩოხატაურის კლინიკაში მკურნალობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია