ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას თხოვს


დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას თხოვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, ის მკაცრი შეზღუდვების მომხრეა. მისი თქმით, ამ რეკომენდაციით საბჭოს უკვე მიმართეს და მკაცრი შეზღუდვების აღდგენა მოითხოვეს. "საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს და კონსენსუსი ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იყოს არა მხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაშიც", _ განაცხადა პაატა იმნაძემ. იმნაძის თქმით, ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება, ასევე, რესტორნებში მხოლოდ აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანების დაშვება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია