ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ


დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

"9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი",_ ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, 9 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია