- სექტემბერი 03, 2024
„დედა, არ იტირო… ტელეფონი და წერილი დატოვა… “ _ რუსთავში ახალგაზრდას ეძებენ
- ივლისი 24, 2023
- , პოლიტიკა
რუსთავში 28 წლის ბიჭს ეძებენ. როგორც “ინფო რუსთავს” თორნიკე აბალაკის დედამ განუცხადა, ბიჭი სახლიდან გუშინ დილას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისივე თქმით, ახალგაზრდამ დედას წერილი დაუტოვა. ოჯახი მე-8 მიკრორაიონში ცხოვრობს. „გუშინ დილით ვნახე წერილი დატოვებული ტელეფონთან და საბუთებთან ერთად. ბოლოს პირადად მე მწერდა, რომ დედა არ იტირო. იმ წუთას პოლიციაში ჩავედი და განვაცხადე”, - უთხრა “ინფო რუსთავს” დაკარგული ბიჭის დედამ. მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდას ფინანსური პრობლემა ჰქონდა. თორნიკე აბალაკი კამერებმა ბოლოს მე-20 მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსისკენ მიმავალი დააფიქსირა. ძებნაში ჩართულია პოლიცია. თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დარეკეთ ნომერზე - 568676587.