ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დღეს წიგნი საჯაროდ ნიგორზღველმა მოსწავლეებმაც წაიკითხეს


დღეს წიგნი საჯაროდ ნიგორზღველმა მოსწავლეებმაც წაიკითხეს

წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს ნიგორზღვის საჯარო სკოლაც შეუერთდა. პედაგოგების, მარიკა ლაპარტყავას და ნათია ნაცვლიშვილის ორგანიზებით სკოლის ბიბლიოთეკაში დაიგეგმა აქტივობები. მასწავლებლებმა მოსწავლეებს წაუკითხეს მინი ლექცია წიგნსა და წიგნიერებაზე. მოსწავლეებმაც გამოთქვეს მოსაზრებები ამ მნიშვნელოვან საკითხზე. შემდეგ თითოეულმა მათგანმა მის მიერ შერჩეული მოთხრობა და ლექსი წაიკითხა. მოსწავლეებმა ბიბლიოთეკის მასპინძელთან, გალინა ბენდელიანთან დადეს პირობა, რომ ისინი ბიბლიოთეკას წიგნებისათვის უფრო მეტი ინტენსივობით ესტუმრებიან. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია