ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

დიდთოვლობა გურიაში


დიდთოვლობა გურიაში

გურიაში უკვე რამდენიმე დღეა დიდთოვლობას ებრძვიან. როგორც უკვე ვწერდით, უამინდობამ ხელი შეუშალა სასწავლო პროცესს სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში. გართულებულია მაღალმთიან სოფლებში გზებზე გადაადგილება, სადაც თოვლის საფარი ზოგან მეტრამდე, მეტრ-ნახევრამდე, ზოგან კი ორ მეტრამდეც აღწევს. რა პრობლემები შექმნა მოსულმა თოვლმა გურიაში - ამის გარკვევა გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ვცადეთ. "სერიოზული პრობლემები არ შექმნილა. ინტენსიურად იწმინდება სამივე მუნიციპალიტეტში ცენტრალური გზები. ელექტროენერგიის პრობლემა ჰქონდა ოზურგეთში ორ სოფელს, მაკვანეთს და წითელმთას და უკვე აღდგენილია",_ გვითხრეს გურიის გუბერნატორის პრესსამსახურში. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია