- სექტემბერი 03, 2024
ძლიერ მიწისძვრას მაროკოში 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა
- სექტემბერი 09, 2023
- , პოლიტიკა
ძლიერი მიწისძვრა მოხდა მაროკოში. როგორც BBC იუწყება, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს დაახლოებით 300 ადამიანი ემსხვერპლა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა. ცნობისთვის, მარეკეშის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.