- სექტემბერი 03, 2024
ძლიერი წვიმა, სეტყვა და წყალმოვარდნები _ საქართველოში ტემპერატურა ეცემა
- სექტემბერი 10, 2018
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრამდე საქართველოში იწვიმებს. შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს. 12 – 13 სექტემბერს გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30, +35, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +26, +31 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.