ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ედ შირანმა და უკრაინულმა ჯგუფმა ერთობლივი სიმღერა ჩაწერა


ედ შირანმა და უკრაინულმა ჯგუფმა ერთობლივი სიმღერა ჩაწერა

გუშინ ცნობილი გახდა რომ პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ედ შირანმა და უკრაინულმა ჯგუფმა „АНТИТІЛА“ სიმღერა 2step ხელახლა ჩაწერა. ჯგუფის ვოკალისტი ტარას ტოპოლიას თქმით, სიმღერის ტექსტი ომის დროს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან განშორებითაა შთაგონებული. მისი ოჯახი აშშ-შია, თავად კი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად უკრაინაში რჩება და ომში დაზარალებულს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევს. ტარასმა სიმღერაში საკუთარი მონაკვეთი კიევის გარეუბანში ჩაწერა. კლიპის სცენების ნაწილი ხარკოვშია გადაღებული. კლიპიდან მიღებული შემოსავალი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია