- სექტემბერი 03, 2024
„გამარჯობა ვეფხვო! გაგიმარჯოს კოწია…“
- ნოემბერი 24, 2024
- , პოლიტიკა
გალაკტიონ ტაბიძე თვლიდა, რომ ყველაზე დიდი და დიადი იყო. ერთხელაც კონსტანტინე გამსახურდია და გალაკტიონი თურმე ქვიშხეთში ისვენებდნენ. ყოველ დილით კონსტანტინე გამოვიდოდა და გალაკტიონს ასე ესალმებოდა: გამარჯობა ლომო! გალაკტიონი შეიფერებდა ლომობას და პასუხობდა გაგიმარჯოს ვეფხვო. ასე გაგრძელდა ერთი კვირა. კონსტანტინეს მობეზრდა ვეფხვობა და გალაკტიონს ასე მიესალმა: გამარჯობა ვეფხვო! და გალაკტიონმა აუღელვებლად უპასუხა: გაგიმარჯოს კოწია“. [simple-author-box]