ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გამოკითხვა: “ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?”


გამოკითხვა: “ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?”

ამირან თალაკვაძე, ოზურგეთი: _ "ქართულ ოცნებას." გრიგოლ გადახაბაძე, ოზურგეთი: _ ხმას მმართველ პარტიას _ "ქართულ ოცნებას" ვაძლევ. მერაბ ფუტკარაია, ოზურგეთი: _ "ქართულ ოცნებას". თათია სამსონია, ოზურგეთი: _ არ მაქვს გადაწყვეტილი. ნინო გუჯაბიძე, ოზურგეთი: _ ჩემი საქმეა, ვის მივცემ ხმას. მედეა სურგულაძე, ოზურგეთი: _ მე თვითონ გადავწყვეტ, ვის მივცე ხმა. ნაზობროლა ხუჭუა, ოზურგეთი: _ ხმას ვაძლევ" ნაციონალებს". კონჭკათიდან ვარ, იცოდეთ! რუსიკო მეგრელაძე, ოზურგეთი: _ ეს ჩემი საქმეა და საარჩევნო ყუთთან გადავწყვეტ. ლაშა გობრონიძე, ოზურგეთი: _ შეიძლება, საერთოდ არ წავიდე. ვნახოთ. მალხაზ ტუაევი, ოზურგეთი: _ ჩემი გადასაწყვეტია და აფიშირება არ არის საჭირო. ლევარსი ქადეიშვილი, ოზურგეთი: _ არც ერთ პარტიას არ ვაძლევ ხმას. თამაზ კილაძე, ოზურგეთი: _ ხმას ვაძლევ "ლეიბორისტებს". ელენე მშვიდობაძე, ლანჩხუთი: _ დაველოდოთ 21 ოქტომბერს. ნინო სალუქვაძე, ლანჩხუთი: _ არ მაქვს ვალდებულება, რომ საჯაროდ გიპასუხოთ! სოფიო ყიფშიძე, ლანჩხუთი: _ უფლება მაქვს, არ გიპასუხოთ. ქეთევან გიორგაძე, ჩოხატაური: _ ჯერ არ ვიცი. თენგიზ ჩხიკვიშვილი, ჩოხატაური: _ ყოველ შემთხვევაში, რომელი მთავრობაც ახლა გვყავს, იმას დავუჭერ მხარს. ნათელა ცინცაძე, ჩოხატაური: _ არც ერთს არ ეკუთვნის მხარდაჭერა. ქეთევან ქორიძე, ჩოხატაური: _ "ქართულ ოცნებას". ზოია ვადაჭკორია, ჩოხატაური: _ არც ერთს!



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია