- სექტემბერი 03, 2024
გამოკითხვა: რომელი პრობლემა უნდა მოაგვაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველად?
- იანვარი 16, 2018
- , პოლიტიკა
რეზო მახარაძე, ოზურგეთი: _ ეკონომიკა უნდა გააძლიეროს. შოთა ცენტერაძე, ოზურგეთი: _ უმუშევრობა უნდა დაძლიოს ეკონომიკის გაძლიერებით. მანანა პაიჭაძე, ჩოხატაური: _ დასაქმება, პირველ რიგში. სოსო ჩახვაძე, ოზურგეთი: _ რაც უნდა წეროთ, ამ მთავრობას ვერაფერს შეასმენთ. თამაზ შათირიშვილი, ოზურგეთი: _ ფასების ზრდა უნდა შეაჩერონ. თემურ მალაზონია, ოზურგეთი: _ ჯერ ხალხს გაუზარდონ ხელფასები და მერე დაინიშნონ თავისთვის დანამატები. ლუბა ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ დენის და გაზის ფასი რომ გაზარდეს, ის უნდა შეამცირონ. ალექსანდრე სამსონია, ოზურგეთი: _ მაწუხებს დანგრეული გზების პრობლემა. ლია მანთიძე, ოზურგეთი: _ ხელფასები შეამცირონ, ნუ უმატებენ. დარიკო ქამადაძე, ოზურგეთი: _ უმუშევრობას მიხედონ. დავით კობიძე, ოზურგეთი: _ უმუშევრობას მიხედონ. ვალერიან ქარცივაძე, ოზურგეთი: _ დოლარის კურსი დაწიონ. თეკლა გოი, ოზურგეთი: _ როგორც ახალგაზრდას, გულს მიკლავს გაჭირვებულების მდგომარეობა. სოციალურ პრობლემებს მიხედონ. ლიანა ცეცხლაძე, ოზურგეთი: _ უმუშევარია ხალხი, უნდა დაასაქმონ. თეიმურაზ ვაჩეიშვილი, ოზურგეთი: _ უმუშევრობას მიხედონ ერთხელ და სამუდამოდ. იამზე ათაბაგი, ოზურგეთი: _ უმუშევრობას უნდა მოუარონ. ისე არაფერი გვეშველება. ელგუჯა გოგუაძე, ლანჩხუთი: _ ჩემი აზრით, შიდა გზების პრობლემაა პრიორიტეტული. მამუკა ქანთარია, ლანჩხუთი: _ პრობლემა ძალიან ბევრია, ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი კი მათი ეფექტურად გადაჭრაა. გამოვყოფდი შიდა გზებს, მინი-სტადიონების კეთილმოწყობას და ახალგაზრდული ცენტრების შექმნას. ავთანდილ ჩხაიძე, ლანჩხუთი: _ არა ერთი პრობლემა არსებობს, თუმცა, უპირველესად, შიდა გზებია მოსაწესრიგებელი. მერაბ ჩხაიძე, ლანჩხუთი: _ სოფელში მოსახლეობას წყლის სისტემების გაუმართაობა და მოუწესრიგებელი შიდა გზები აწუხებს. ამ პრობლემების მოგვარება უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი. რობერტ აბდულაშვილი, ჩოხატაური: _ ხალხის დასაქმებას უნდა მიხედოს. ამირან გიორგაძე, ჩოხატაური