ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

გიორგი ურუშაძე ოზურგეთის თეატრის 154-ე სეზონის გახსნას დაესწრო


გიორგი ურუშაძე ოზურგეთის თეატრის 154-ე სეზონის გახსნას დაესწრო

სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნციპალიტეტებში გიორგი ურუშაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან თეა წულუკიანთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის თეატრის 154-ე სეზონის გახსნას და რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული სპექტაკლის „გურიის დედოფალი“ პრემიერას დაესწრო. სპექტაკლი გურიის სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, სოფიო წულუკიძე-გურიელის ცხოვრებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, რეაბილიტირებულ შენობაში ოზურგეთის თეატრმა სეზონი უკვე მეორედ გახსნა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია