- სექტემბერი 03, 2024
გიორგი ურუშაძემ ლანჩხუთში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა (R)
- ნოემბერი 12, 2021
- , პოლიტიკა
სახელმწიფო რწმუნებულმა ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში, ნოე ჟორდანიას ქუჩაზე, გარე ფასადების განახლება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი , ცენტრალური მოედანს, პარკსა და საავტომობილო მაგისტრალის შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.