ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„გორბის“ კვლევა: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა


„გორბის“ კვლევა: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა. კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 59.5% „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს - 13.6% გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას - 10.3% ხაზარაძის გაერთიანებას - 4.5% გიორგი გახარია პარტიას - 3.8% იაგო ხვიჩიას „გირჩს“ - 2.7% პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს - 2.5% სხვა პარტიები - 3 .1% ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია