- სექტემბერი 03, 2024
„გუბერნატორი სხვა სამსახურში გადადის“ _ მორიგი ინფორმაცია გიორგი სახოკიას გათავისუფლების შესახებ
- ივნისი 26, 2021
- , პოლიტიკა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი სახოკიას გათავსუფლების შეხაებ, გუბერნატორის პრესსამსახურში, ამჯერად ასეთი ინფორმაცია გაგვაცნეს: _ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ორშაბათს გახდება ცნობილი, სად იმუშავებს გიორგი სახოკია. გადადის სხვა სამსახურში, _ გვითხრეს პრესსამსახურში. „გურია ნიუსის“ კითხვაზე, კონკრეტულად, სად გადადის, მთავრობაში, პოლიტიკურ თანამდებობაზე თუ სხვაგან, სოფო კაშიამ გვითხრა, რომ დაზუსტებით არ იცის. _ სად, არ ვიცი. გადადის სხვა სამსახურში და ორშაბათს გახდება ცნობილი, _ კვლავ გაიმეორა მან. ავტორი: მარინა ჩიხლაძე