- სექტემბერი 03, 2024
გურიაში ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქორეოგრაფიული ფესტივალი “ავტოგრაფი“ გაიმართება
- ივნისი 22, 2022
- , პოლიტიკა
24-25 ივნისს, პირველად გურიაში ტარდება გამოჩენილი ქორეოგრაფის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის და ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლ "გურიას" დამაარსებლის, ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქორეოგრაფიული ფესტივალი _ "ავტოგრაფი". აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მისი აღზრდილი ქორეოგრაფების ანსამბლები თბილისიდან, ბათუმიდან, ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან. ფესტივალში სულ ჯუმბერ დუნდუას აღზრდილების 20 ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი 24 ივნისს 18:00 საათზე, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გაიხსნება. ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია კი 25 ივნისს, 15:00 და 18:00 საათზე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერა „გურია ნიუსი“.