ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„გურიის მოამბის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციას მართავს


„გურიის მოამბის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციას მართავს

„გურიის მოამბის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე ორი დღეა, აქცია მართავს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად _ ის ბანერით ხელში გზის პირას დგას და ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. „გუშინ, ვიმყოფებოდი ოზურგეთის-ქობულეთის ავტომაგისტრალის ექადია-ლიხაურის მონაკვეთზე. დღეს ვართ ოზურგეთის-ჩოხატაურის მაგისტრალის დვაბზუს მონაკვეთზე. მთავარი მესიჯია თავისუფლება მზიას და ვითხოვთ აუცილებლად მის გათავისუფლებას“, _ ამბობს ვლადიმერ მენაბდე. ვლადიმერ მენაბდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის მსგავსს აქტივობებს გურიის გარეთაც აპირებს: „შემდეგ იქნება ბათუმი, თბილისი... ასევე, მოვივლით ყველა სოფელსა და დასახლებას გურიაში. ვისაც არ შეგიძლიათ თბილისში ან სხვაგან წასვლა, გამოდით საკუთარი სახლების წინ, დღეში თუნდაც 5 წუთი, ტრანსპარანტებით _ „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“. გაიგონ, რომ ყველგან ვართ და მოსვენებას არ მივცემთ რუს ოკუპანტებს“, _ აღნიშნულია ვლადიმერ მენაბდის გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია