ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ილია სულამანიძე ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია


ილია სულამანიძე ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენელ ილია სულამანიძეს (-100 კგ) მეოთხედფინალში რთული მეტოქე ერგო - ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი აარონ ვოლფი. 23 წლის ქართველმა იაპონელს წუთ ნახევარში ვაზარი აართვა, მერე შეხვედრაც მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ოლიმპიადის ფინალის საგზურისთვის ქართველი ძიუდოისტი შვეიცარიელ დანიელ აიხს შეხვდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია