ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ირაკლი კობახიძე ალენ ბერსეს შეხვდა


ირაკლი კობახიძე ალენ ბერსეს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა. კობახიძე ბერსეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას. მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ, _ იუწყება მთავერობის ადმინისტრაცია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია