ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კაცი მოკლული იპოვეს – დაკავებულია მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა (თურქეთი)


კაცი  მოკლული იპოვეს – დაკავებულია მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა (თურქეთი)

ქართველ ქალზე დაქორწინებული თურქი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა თურქეთში, აზიზიეს რაონის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თურქული მედია იუწყება, 47 წლის აბდულა ავჯის სასიკვდილო ჭრილობა ცულით აქვს მიყენებული. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გარდაცვლილის მეუღლე დააკავა. ის საქართველოს მოქალაქეა. გარდა ამისა, დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარიც, რომელიც ასევე აგარაკზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჯერ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს, შემდეგ კი სამმართველოში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია