- სექტემბერი 03, 2024
კიდევ ერთი მედლის რეალური შანსი ოლიმპიადაზე – 31 ივლისი
- ივლისი 30, 2021
- , პოლიტიკა
ხვალ, 31 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიადაზე 2 ქართველი სპორტსმენი გამოვა. ძალოსნობაში საქართველოს სახელით მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ანტონ პლესნოი იასპარეზებს. წარმოშობით უკრაინელი სპორტსმენი ოქროს მოპოვების ერთ-ერთ მთავარი პრეტენდენტია. წონის წინასწარი შეკვეთების მიხედვით ანტონს და ვენესუელელ სპორტსმენს აქვთ ჯამში ყველაზე მეტი შეკვეთილი. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ძალოსანს. A ჯგუფი ფიცარნაგზე 14:30-ზე გამოვა და 10 სპორტსმენი იასპარეზებს. ცოტა უფრო ადრე, 14:10 საათზე, იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი, ბაჩანა ხორავა. ის სიგრძეზე ხტომის A ჯგუფის კვალიფიკაციაში მიიღებს მონაწილეობას. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 8.25 მეტრია, ხოლო კვალიფიკაციის გასავლელად მონაწილეებმა ან 8.15 მეტრზე ნახტომი უნდა დააფიქსირონ, ან 16 მონაწილეს შორის 12 საუკეთესოში მოხვდნენ. იმედია ჩვენებურს ფინალში ვიხილავთ. [sexy_author_bio]