ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კიევში ძლიერი დაკვამლიანებაა


კიევში ძლიერი დაკვამლიანებაა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ძლიერი დაკვამლიანებაა. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით ის ახლა მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და განმარტავს, რომ IQAir-ის სერვისმა გამოაქვეყნა რუკა, რომლის თანახმადაც, ყველაზე მძიმე ვითარება დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ რაიონებშია. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიევის დასავლეთით 15-ზე მეტი ხანძარია, ძირითადად იმ ადგილებში, სადაც ოკუპანტთან ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევში სმოგის არსებობისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი კი ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძარია. სმოგის კიდევ ერთ შესაძლო მიზეზად სახელდება ამინდის გაუარესებული პირობები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია