ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

კომენდანტის საათი უქმდება _ იმოქმედებს თუ არა შეზღუდვა დღეს 23-დან 24 საათამდე


კომენდანტის საათი უქმდება _ იმოქმედებს თუ არა შეზღუდვა დღეს 23-დან 24 საათამდე

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომენდანტის საათი უქმდება, _ ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე 22 ივნისს მიიღეს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ივლისიდან უქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა. ამასთან, საბჭოში დააზუსტეს, რომ შეზღუდვა აღარ იმოქმედებს 30 ივნისის საღამოს თერთმეტი საათიდან. მობილობის შესამცირებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23:00 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია