- სექტემბერი 03, 2024
ლანჩხუთში მმართველი გუნდი და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ
- ოქტომბერი 02, 2021
- , პოლიტიკა
თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ლანჩხუთში მმართველი გუნდი და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ. ამავე შედეგების მიხედვით, ლიდერობს ასევე „ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილიც. წინასწარი შედეგების მიხედვით, ჭყონაგორის #20 საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 382-ია, არჩევნებში მონაწილეობა 239 ადამიანმა მიიღო. აქედან „ოცნების“ სასარგებლოდ საკუთარი არჩევანი 142 -მა დააფიქსირა. 34 ხმა აიღო ენმ-მა. 27 ხმა აქვს გახარიას პარტიას. 10 ხმა კი „ლელომ“ აიღო. ამავე უბანზე 118 ხმა აქვს მიღებული „ოცნების“ მერობის კანდიდატს, 97 ხმა _ გახარიას პარტიის წარმომადგენელს, ხოლო ლია მუხაშავრიას _ 13 ხმა. ზაზა წულაძემ, რომელიც მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია 166 ხმა აიღო. ღრმაღელის #25 საარჩევნო უბანზეც კი, სადაც 723 ამომრჩეველი გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, წინასწარი მონაცემით, 336 ხმა „ოცნების“ სასარგებლოდაა, 225 ხმა კი ენმ-ს აქვს. [sexy_author_bio]