ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველი პოლიტიკოსი დაასანქცირა, მათ შორისაა ირაკლი კობახიძე


ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველი პოლიტიკოსი დაასანქცირა, მათ შორისაა ირაკლი კობახიძე

“ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა”, _ ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, _იუწყება ipn.ge. „ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, _ წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას. „ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“, _ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია