ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მადონა ისევ სიის სათავეშია


მადონა ისევ სიის სათავეშია

ამერიკელი მომღერალი მადონა იმ ცნობილი ადამიანების სიის სათავეშია, რომლებიც ბრიტანულმა პრესამ თავის პუბლიკაციებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ მოიხსენია. ბოლო ათი წლის განმავლობაში (2013-2023 წლებში) მადონას სახელი ბრიტანულ პრესაში 46017-ჯერ გაჟღერდა. გამოცემა „The Daily Mirror“ -ის ინფორმაციით, სიაში მეორე ადგილზეა პოპულარული ტელეშოუს „X Factor“ - ის წამყვანი საიმონ კოუელი, რომელიც მადონას 15000-ით ჩამორჩება. მისი სახელი ბრიტანულმა პრესამ ბოლო ათი წლის განმავლობაში 29888-ჯერ "ახსენა". მესამე ადგილზეა პოპ მომღერალი რობი უილიამსი – 28563. მეოთხეზე კეიტ მოსი -28056, მეხუთეზე კი ბრიტნი სპირსი – 27588. ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ: ვიქტორია ბეკჰემი (25833), დევიდ ბეკჰემი (24953), მაიკლ ჯექსონი (24688), პოლ მაკარტნი (21556) და კაილ მინოუგი (19694). [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია