ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

მათემატიკაში 51-დან 51 _ ვინ არის ჩოხატაურელი ბიჭი, რომელმაც გამოცდებში უმაღლესი შეფასებები მიიღო


მათემატიკაში 51-დან 51 _ ვინ არის ჩოხატაურელი ბიჭი, რომელმაც გამოცდებში უმაღლესი შეფასებები მიიღო

საბა თავართქილაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულიდან 51-ვე მოაგროვა. საბამ მაღალი შეფასებები დაიმსახურა სხვა საგნებშიც _ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მიიღო, ინგლისურში კი 80-დან _ 78. საბა თავართქილაძე 6 წლის განმავლობაში ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ კომაროვის სკოლაში გადავიდა და ოქროს მედალზე დაამთავრა. იგი სწავლას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე. "გურია ნიუსი" ულოცავს საბას და ულევ წარმატებას უსურვებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია