- სექტემბერი 03, 2024
მედალთცვენა ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლაში _ გაიცანით საქართველოს საამაყო მომავალი
- აგვისტო 05, 2021
- , პოლიტიკა
მარიამ ჩხაიძე, მარიამ სიამაშვილი, ლიზი ჩანჩიბაძე, ცისია სარიშვილი, მიხეილ მესხიშვილი და თორნიკე ბოლქვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან. მათმა 12-წლიანმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო _ ისინი სკოლის ოქროსმედალოსნები არიან. მარიამი, მარიამი, ლიზი, ცისია, მიხეილ მესხიშვილი და თორნიკე ახლა ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. "მაღალი ქულებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს, ველოდებით კვლავაც საუკეთესო შედეგებს", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი მზია შევარდნაძე.