ხუთშაბათი, ივნისი 04, 2026

„მგზავრობის ფასი, სავარაუდოდ, გაიზრდება“: რას ამბობენ ოზურგეთის ავტოსადგურში


„მგზავრობის ფასი, სავარაუდოდ, გაიზრდება“: რას ამბობენ ოზურგეთის ავტოსადგურში

დღეს, დილით, ოზურგეთის სამგზავრო ავტოსადგურში, „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ ოფიციალურად ჯერ არცერთ მარშრუტზე მგზავრობის საფასური არ გაზრდილა. თუმცა, საწვავის ფასის ასე ზრდის პირობებში, აუცილებლად მოიმატებს. _რა ქნან მძღოლებმა? თბილისის მძღოლს 750 ლარის დიზელი სჭირდება. ერთი ლიტრის ფასი როცა 4 ლარზე ავიდა, წარმოუდგენელია, მგზავრობის ფასი არ გაიზარდოს, - გვითხრეს სადგურზე. _ახლა გავდივარ თბილისის მიმართულებით. 800 ლარის საწვავი მჭირდება. ადით და ნახეთ, ავტობუსში ორი მგზავრი ზის. რა ვქნა? _გვითხრა ოზურგეთი-თბილისის რეისის მძღომა. _თუ საწვავის ფასი არ დაიკლებს, 1 აპრილიდან მგზავრობის ფასი გაიზრდება, - გვითხრეს ავტოსადგურის დირექციის წარმომადგენლებმა. თუმცა, არაოფიციალურად, ოზურგეთის სოფლების არაერთ მარშრუტზე მგზავრობის ფასმა, საშუალოდ 20-30 თეთრით მოიმატა. -რა ვქნათ? მაშინ უნდა გავჩერდეთ და არ ვიმუშაოთ, _ამბობენ სარეისო მიკროავტობუსების მძღოლები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია